სასწავლო პროექტი


სტუმრად გიორგი ლეონიძესთან

პროექტის მთავარი იდეა – მოსწავლეები   გაეცნობიან ,,ყივჩაღის პაემნის’’ ავტორის საცხოვრებელ გარემოს, უფრო მეტს გაიგებენ მისი ცხოვრების გზის შესახებ; ვიზუალურად აღიქვამენ იმ ადგილს, სადაც დიდი შემოქმედი თავის შედევრებს ქმნიდა.

პროექტის აქტუალობა – მოსწავლეებს დაეხმარება ავტორის  პიროვნების უკეთ შეცნობაში; ამავე დროს, განუვითარდებათ ექსკურსიაზე ქცევის უნარ–ჩვევები– ჯგუფური მუშაობის, ურთიერთთანამშრომლობის, აზრთა გაზიარების.

პროექტის მიზნები – გიორგი ლეონიძის მშობლიური სოფლის ნახვით მიღებული შთაბეჭდილებების გამოყენება ნაწარმოების უკეთ აღქმა–გავნობიერებისათვის.

მონაწილეობის ასაკი –15–16 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა –1 კვირა.

მოსალოდნელი შედეგები – მოსწავლეების მიერ მიღებული შთაბეჭდილებები გაზიარებული იქნება მათი თანატოლების მიერ, რაც, თავის მხრივ, მათაც დაეხმარებათ გიორგი ლეონიძის, როგორც შემოქმედის, სიღრმისეულად წვდომაში.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები – მძღოლი, ავტობუსი, მშობლები, მოსწავლეები, ციფრული ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, რვეულები, პასტები.

პროექტის მსვლელობა
აქტივობა I
გონებრივი მეთოდის გამოყენებით ექსკურსიის მიზნების განსაზღვრა; ფუნქციების განაწილება.
აქტივობა II   
მოსწავლეთა მიერ მოკვლეული წინასწარი მასალის მიმოხილვა, სისტემატიზაცია.
აქტივობა III
მოსწავლეთა მიერ მომზადებული მასალის პრეზენტაცია გიორგი ლეონიძის სახლ–მუზეუმში.
აქტივობა IV
ექსკურსიის მასალების განთავსება ბლოგზე.

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან – ქართული
ქართ. XI. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ადარებს ერთმანეთს გამოყენებულ საინფორმაციო წყაროებ (მაგ., CD-ROM, ინტერნეტი, საენციკლოპედიო სტატია და საგაზეთო წერილი), შეაფასებს თითოეულს მოცემული მიზნის, სანდოობის და ა.შ. თვალსაზრისით;
·         ამზადებს ტექსტს წინასწარ, აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას და მოიპოვებს დამხმარე  (მაგალითად, ვიზუალურ) მასალას საპრეზენტაციოდ;
·         ძირითადი იდეისა თუ ინფორმაციის ანალიზისთვის მოიპოვებს საჭირო მასალას სხვადასხვა საშუალების (მაგ., თვალის გადავლების, ხელახალი წაკითხვის, ამონაწერების და შენიშვნების ამოკრების და სხვ.) გამოყენებით;
·         ზეპირი გამოსვლის მოსმენისას იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას (მაგ., ჩაინიშნავს საყრდენ სიტყვებსა და ფრაზებს, შეადგენს გამოსვლის მოკლე გეგმას  და სხვ.) მტკიცებულებათა ბუნების განსაზღვრისა და მსჯელობის თანმიმდევრულობის შეფასების მიზნით;
·         იყენებს ჩანაწერებს (ანოტაციებს) ძირითადი და პერიფერიული იდეებისა და ინფორმაციის სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით დასახარისხებლად და თანამიმდევრობით დასალაგებლად;
აუდიტორიის ყურადღების მისაპყრობად, საჭიროების შემთხვევაში, ჩაანაცვლებს წინასწარ მომზადებულ ტექსტს იმპროვიზებულით.

პროექტის ხელმძღვანელი – მაია ბაჯელიძე.

ხელმძღვანელის ელ. ფოსტაmbajelidze@gmail.com